ერდოღანმა სომეხთა გენოციდის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება გააკრიტიკა და აშშ-ის პრეზიდენტს ისტორიის სწავლა ურჩია

0
408
28 Views

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომეხთა გენოციდის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება გააკრიტიკა და აშშ-ის პრეზიდენტს ისტორიის სწავლა ურჩია.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენის განცხადება 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სიცრუესა და დეზინფორმაციას ეფუძნება.

„ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია. ჩვენ არ შეგვიძლია ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდებები“, – განაცხადა ერდოღანმა.

24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მასობრივი დანაშაული იყო.

2021 წლის 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

Cesko