სკანდალური დაშორების მიუხედავად – რა ხდება შაკირა და პიკეს სოციალურ ქსელებში

0
430
23 Views

მას შემდეგ, რაც შაკირას სიმღერამ, რომელიც ესპანელ ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან განშორებაზე Youtube-ზე რეკორდი მოხსნა, პიკემ გადაწყვიტა, ყოფილი ცოლი პასუხის გარეშე არ დაეტოვებინა.

სიმღერაში შაკირა ამბობს, რომ პიკემ „ფერარი ტვინგოში, ხოლო როლექსი კასიოში გაცვალა“, მისამღერში კი ასეთ ტექსტს მოისმენთ: „ჩემნაირი მგელი შენნაირი კაცებისთვის არაა“. შაკირას სიტყვები პიკეს უპასუხოდ არ დაუტოვებია.

გასულ კვირას, ესპანელი თავისი საფეხბურთო პროექტის, King’s League-ის  შტაბ-ბინაში ტვინგოთი მივიდა, რაც კამერებმა დააფიქსირეს. გაირკვა, რომ შაკირას სიმღერის შემდეგ, „კასიოს“ წარმომადგენლებსა და პიკეს შორის თანამშრომლობა შედგა.

„კასიომ“ მაჯის საათები გამოგვიგზავნა და მათთან ჩვენ, King’s League-მა სპონსორობაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. სერიოზულად ვამბობ, ყველაფერი გადაწყვეტილია“ – განაცხადა პიკემ.

„კასიოზე“ საუბრის დროს, პიკეს გვერდით სერხიო აგუერიო იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს შაკირას სიმღერის გამო მოხდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, საზოგადოების ინტერესი დაშორებული წყვილის მიმართ ერთი ორად გაიზარდა.

წარმატებულ მომღერალს და ფეხბურთელს Instagram-ზე მილიონობით მიმდევარი ჰყავთ, თუმცა, იმ მცირე გამოწერილ ადამიანებს შორის ჩანს, რომ ერთმანეთის გვერდებს ისევ აფოლოვებენ.

ფაქტი მათ გულშემატკივრებს, ან უბრალოდ სეირის მოყვარულებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. როგორც წესი, დაშორების შემდეგ წყვილები ცდილობენ ხოლმე, რომ ერთმანეთი წაშალონ, თან იმ დროს, როცა მეგობრებად დარჩენას არ აპირებენ.

 

რუსეთის პატრიარქი კირილი
Cesko