უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

May 4, 10:43
0
199

უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, მათ შორის კიევსა და კიევის ოლქში, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„უკრაინაში სარაკეტო დარტყმების ბოლოდროინდელი ზრდის ფონზე და მოსკოვის წამქეზებელი რიტორიკის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, მათ შორის კიევსა და კიევის ოლქში“, – ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

Cesko