აშშ უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გაგზავნას მხარს უჭერს

0
330
21 Views

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის „ლეოპარდ-2“-ის ტიპის გერმანული ტანკების გაგზავნას მხარს უჭერს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა, აშშ-ს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. შერმანმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია,, თითქოს უკრაინისთვის გერმანული ტანკების და საზენიტო კომპლექსების, Patriot-ის მიწოდებას თითქოს ვაშინგტონი ეწინააღმდეგება.

„გერმანიამ რა უნდა გააკეთოს, ეს თავად გერმანიამ გადაწყვიტოს“ – განაცხადა შერმანმა და დაამატა, რომ, მისი აზრით, ბერლინი „მისაღებ და გერმანიისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ამ დრომდე ნატოს ქვეყნები უკრაინას მხოლოდ საბჭოთა წარმოების მოდერნიზებულ ტანკებს აწვდიდნენ. აქამდე გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს არაერთხელ განუცხადებია, რომ ბერლინი ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიღებს და აუცილებელია ალიანსის კონსოლიდირებული პოზიცია.

აშშ-ის მაღალჩინოსნის ეს განცხადება მიუთითებს, რომ „ლეოპარდ 2“-ის მიწოდების საკითხში გერმანიას სამოკავშირეო ვალდებულებები არ აფერხებს.

Cesko