„სი ძინპინის ქმედებები ჩინეთის ნდობას უკრაინის მიმართ ძირს უთხრის“ – სუნაკი

0
273
21 Views

„ჩინეთის ქმედებები მისი, როგორც უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალური მხარის, ნდობას ძირს უთხრის“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა

სუნაკმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მოუწოდა, რომ ომის დასასრულებლად პუტინზე თავისი გავლენა გამოიყენოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსკოვში სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი ჩინეთზეა დამოკიდებული.

სუნაკმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიესალმება ჩინეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი, პეკინის გადაწყვეტილებამ, თავი შეიკავოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე მხარდაჭერისგან აჩვენა, რომ ის ნეიტრალური არ არის.

Cesko