უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება თუ უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პირად „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს.
„ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. გადასარევი იდეაა. უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს“, – წერს მედვედევი.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვებზე, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს – გაქრება როგორც სახელმწიფო.
„რა ცინიკური ბიჭია – თუ არ შეწყვეტს, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება“, – წერს მედვედევი.
მისი აზრით, რუსეთს ახლა „დღესასწაული” აქვს, უკრაინას და დასავლეთს კი „მძიმე ნარკოტიკები, დემენცია და ცინიზმი”.