,,ჩემზე დიდი ამაგი აქვს, როცა მიჭირდა, ერთი წუთით არ მივუტოვებივარ“ – რას წერს ირმა ინაშვილი ლევან თედიაშვილზე

0
692
18 Views

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ლევან თედიაშვილზე:

,,ჩემზე დიდი ამაგი აქვს. როცა მიჭირდა, ერთი წუთით არ მივუტოვებივარ. საგარეჯოს უთანასწორო არჩევნებისას ჩემთან ერთად მოიარა ყველა სოფელი, მერე შიმშილობის აქციას შემოუერთდა. ლამპიონები რომ ჩაგვიქრეს,- იქნებ ახლა მაინც დაიშალონო, ყურში მეუბნება:
” ამათ არ იციან, ეტყობა, მთიულები სიბნელეში უკეთესად ხედავენო” ❤️ მერე წვიმამ დასცხო და ვსხედვართ გაყინულები კანცელარიის წინ, სკამებზე….ისევ ყურში მეუბნება:
” ამათ, ეტყობა, არ იციან, მთიულები წვიმაში ჟინვალიდან შატილში ფეხით რომ ადიან. გაუძელიო.” გავუძელით! ერთად! დიაბეტმაც ვერ შეაჩერა. იშიმშილა. ალალი, ნათელი და ნაღდი კაცია. თუ უყვარს, ბოლომდე უყვარს. დაუვიწყარია ის მძიმე დღეები ჩემთვის. რომ არა ლევან თედიაშვილის გემრიელი იუმორი, უსამართლობის ისეთ კლდეს დავეჯახეთ, გული გაუსკდებოდა კაცს.

დაბადების დღე აქვს დღეს და მადლიერებას გამოვხატავ მისადმი. ბატონო ლევან, ჩემო ლევან, არასდროს დამავიწყდება თქვენი სიკეთე ❤️ ჩვენც გულით გვიყვარხართ. დიდხანს გვყავდეთ! მრავალჟამიერ!

 

Cesko