ტრაილერის მძღოლად ნაცმოძრაობის კიდევ ერთი წევრი და მაღალჩინოსანი მუშაობს – ინგა გრიგოლია ამას ტრაგედიას უწოდებს

0
1759
60 Views

ინგა გრიგოლია აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას საქმიანობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ფაქტს, რომ საქართველოდან კვალიფიციურ კადრებს საზღვარგარეთ მძღოლებად უწევთ მუშაობა, ტრაგედიას უწოდებს.

“ვუყურებ დიანას. აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი.ლაშა თორდია ჰყავს ჩართვით ამერიკიდან ,აი,ფარცხალაძის სკანდალი ხომ გახსოვთ. ხოდა, ტრაილერის მძღოლად ვმუშაობო. …. მძღოლობა კი არაა ტრაგედია,ტრაგედიაა ამბავი, რის გამოც აუდიტის სამსახურის უფროსს ქვეყნის დატოვება სჭირდება, ამ ქვეყნის გავლენიან გვამთა გამო და მერე,პურის ფულის საშოვნელად,ტრაილერზე მძღოლად დაჯდომა…. ვისაც არ გინახავთ, გადართეთ დიანაზე და გადაახვიეთ.. .”, – წერს გრიგოლია.

Cesko