ალმატიში 2000-მდე ადამიანია დაკავებული

January 6, 18:07
0
463

ყაზახეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ალმატიში საპროტესტო აქციების 2000-მდე მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ყაზახეთის შს სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ქალაქ აქტობეს საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ასევე ყაზახეთის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საკაბელო ინტერნეტის ფუნქციონირება აღდგა. ალმატიში, რომელიც პროტესტის ეპიცენტრი იყო, ინტერნეტი კვლავ ბლოკირებულია,

წინასწარი ინფორმაციით, საპროტესტო აქციებით და შეტაკებებით გამოწვეული ზარალი 92 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის ბევრად მეტი იქნება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში პურის რიგები დგას. შეინიშნება პროდუქტების და საწვავის მწვავე დეფიციტი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ ალმატიში მომიტინგეთა მიმართულებით გახსნილი ცეცხლის დროს ათობით ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები შევიდნენ.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

Cesko