ეს ორი “მწერალი” ერთ საკანში ჩავსვათ – დავიკიდოთ, რომ მიშა მას “არ იცნობს”– დავით ქართველიშვილი წინადადებით გამოდის

0
666
28 Views

“მიშას “შავი სია,” რაც რომან გოცირიძეს ეკონომიკური პროგრამა ჰგონია და მეგის ქარდავას კასრში გადამალული საქაღალდე პაპკა “დასაჭერების სია” – მართალია “მარშალის” არა, მაგრამ “ეფრეიტორ სააკაშვილის” აპრობირებული გეგმაა,”- ასე იწყებს პოსტს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომლითაც ე.წ. შავი სიის შექმნის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

ანალიტიკოსი მეგის ქარდავას მიერ შედგენილ სიას იხსენებს და ამბობს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერ შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ქართველიშვილი ხუმრობს და წინადადებით გამოდის, რომ სააკაშვილი და ქარდავა ერთ საკანში მოათავსონ და სიებზეც ერთობლივად იმუშაონ.

“წინადადებით შემოვდივარ – ეს ორი “მწერალი” ერთ საკანში ჩავსვათ. დავიკიდოთ, რომ მიშა მას “არ იცნობს.” ბოლო ბოლო 2013 წლის 18 იანვარს დუბაიში, მიშა მეგისას ძმასთან ერთად, ლევან ქარდავასთან გაემგზავრა, ასე რომ “ჩერეზ” ძმა შევახსენებთ. მეგის ქარდავა მაშინ ამ სიას(სადაც 300-ამდე კაცის გვარ–სახელი იყო) მიშას გარეშე ვერ შეადგენდა, შანსი არაა და ეხლა მიშას უკვე ქარდავა შეახსენებდა იმ გვარ/სახელებს და ერთად ჩამოწერდნენ ახლებურ ვარიანტს.

მართალია ვერც ძველს და ვერც ახალ სიებს ვეღარ გამოიყენებენ და ვეღარავის ვერ დასჯიან და ვერც დაიჭერენ, მაგრამ ქაღალდზე მაინც ჩამოწერენ – ორივე ფსიქიკურად დაავადებულები არიან, ერთმანეთს კარგად გაუგებენ და ეს მუშაობა მწყობრად და შეხმატკბილებულად გამოუვათ. შეუძლიათ “ქალაქობანას” მსგავსი სახალისო თამაშის ფორმა მისცენ, როდესაც ერთი – დასაჭერის სახელს გააჟღერებს, ხოლო მეორემ – შესაბამისი გვარი უნდა მიუსადაგოს,”– წერს დავით ქართველიშვილი.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდეტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგ მიმართვაში ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც ე.წ. შავი სიის შექმნას გულისხმობს. სააკაშვილის განმარტებით, ე.წ. შავი სიაში ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც ახდენენ პოლიტიკურ დევნას მოქალაქეების მიმართ და მიიჩნევს, რომ მათ მიმართ სანქციები უნდა დაწესდება.

Cesko