ბიძინა გიორგობიანი: პოლიციის ქვედანაყოფები უაღრესად კორექტულები იყვნენ მომიტინგეების მიმართ და ამ დროს მომიტინგეები აწყობდნენ სამთავრობო დაწესებულების შტურმს

March 10, 10:52
0
196

ხელისუფლებას აღმოაჩნდა უნარი, რომ კარგად მოესმინათ ახალგაზრდებისთვის და ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ეს კანონპროექტი გაიწვიეს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მხარემაც, თუ მათი მიზანი ევროპული ქვეყნის აშენება და ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებაა, კომპრომისზე კომპრომისით უნდა უპასუხოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას.

„აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტმა უფრო მეტად გააკეთოს აქცენტი თავის სამსახურეობრივ მოვალეობაზე. მან დღეს განაცხადა, რომ მოუწოდებს ხელისუფლებას, კონფრონტაციისკენ არ გადადგას ნაბიჯიო, ხელისუფლება არ დგამდა კონფრონტაციისკენ ნაბიჯებს. პოლიციის ქვედანაყოფებიც და სახელისუფლებო სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ უაღრესად კორექტული მომიტინგეების მიმართ და ამ დროს მომიტინგეები აწყობდნენ სამთავრობო დაწესებულების შტურმს. თუ საქართველოს სურს გახდეს ევროპის ოჯახის წევრი, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავნერგოთ ევროპული პოლიტიკური კულტურა საქართველოში. ერთმანეთთან არ უნდა ვიმოქმედოთ ჯიბრით, არ უნდა იყოს მუდმივი დაპირისპირება“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

Cesko