არჩილ თალაკვაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება

0
1303
41 Views

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი ეხმაურება სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება წერს, რომ გავრცელებულ ფოტოზე, მათი შვილის არ არის.

,,მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით!

შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ!

ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი – მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!

მჯერა, რომ ქართული ოცნება ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ”, – წერს  ქეთევან ბუბუტეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილიც სოციალურ ქსელში ლანძღავს გოგონას და მის დედას და ამბობს, რომ გოგონა “ნაცლაქია” თალაკვაძის შვილი ელენე თალაკვაძეა.

გოგონა აქციიდან, რომელიც საქართველოს მშვიდობის სიმბოლოდ იქცა, არჩილ თალაკვაძის შვილია- ამტკიცებს ადვოკატი

Cesko