ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

March 6, 10:39
0
212

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შექმნილი ვითარების გამო,  აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Cesko