პეტრე კოლხი ავარიაში მოჰყვა! – ის გადაარჩინა, თვითონ კი თავი არ დაინდო და ბოძს შეასკდა…

0
519
21 Views

გუშინ, სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ავტოავარიაში მოჰყვა.

იგი ერთაწმინდაში მიდიოდა, როდესაც გზაზე ინციდენტი შეემთხვა. მამა როგორც გაირკვა, მამა პეტრე დაღმართზე ჩადიოდა, როცა საპირისპირო მიმართულებით, აღმართზე ამომავალმა მანქანამ ავარიული სიტუაცია შეუქმნა. მამა პეტრემ ის გადაარჩინა, თვითონ კი ბოძს შეასკდა. საბედნიეროდ, მას არაფერი დაშავებია.

“მადლობა უფალს. დღეს მან სასწაულებრივად გადამარჩინა და თავიდან დავიბადე… სრულიად უვნებელი და საღ-სალამათი… არადა, წამი იყო დარჩენილი… დააფასეთ სიცოცხლე და ერთმანეთი…” – დაწერა მამა პეტრემ მოგვიანებით.

Cesko