59 Views
ახლახანს კიდევ ერთი პედაგოგი ქ-ნ ინეზა იამანიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“კიდევ ერთ ბრწყინვალე პედაგოგს, უამრავი თაობის აღმზრდელს, ქ-ნ ინეზა იამანიძეს ვემშვიდობებით დღეს!
უდაოდ დიდია მისი წვლილი და დამსახურება საქართველოს განათლების დარგში. წლების განმავლობაში, მისი უნაკლო ხელმძღვანელობის პირობებში მრავალი წარმატებული და განათლებული ახალგაზრდა აჩუქა სამშობლოს N-51 საჯარო სკოლამ და ვერის უბნის ლიცეუმმა.
ჩვენი ოჯახის სახელით, ძალიან დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ იამანიძეების ოჯახს. ღმერთმა დაუმკვიდროს ადგილი მას ცათა სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ!”