„ვინც ხმა ამოიღო, ყველა გაათავისუფლა“ – რას ამბობს ექთანი, რომელმაც ლევან რატიანს სასამართლო დავა მოუგო

0
554
34 Views

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექთან­ი, ნინო კვა­ჭა­ძე, რომელმაც ამავე კლინიკის ხელმძღვანელს, ლევან რა­ტი­ანს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დავა მო­უ­გო, ამ­ბობს, რომ და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას ყო­ველ­თვის პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და და კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რად­გან გაზ­რდილ ხელ­ფასს და შრო­მის უკე­თეს პი­რო­ბებს ითხოვ­და.

“ვი­თხოვ­დი ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას, რად­გან ექთ­ნის ხელ­ფა­სი შე­ად­გენს 400-450 ლარს. ამ ხელ­ფა­სით ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჩვენ ამ ხელ­ფა­სით ოჯა­ხებს ვარ­ჩენთ. კარ­დიო-ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ. ერთ ექთანს უნდა ჰყავ­დეს 3-4 პა­ცი­ენ­ტი, ჩვენ კი ვემ­სა­ხუ­რე­ბით 14- მდე პა­ცი­ენტს. ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად ვი­თხოვ პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა კარ­დიო-ინ­ტენ­სი­ურ­ში მო­ნი­ტო­რი გქონ­დეს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ კარ­დი­ო­ლო­გი­ურ­ში კარ­დი­ოგ­რა­ფი იყოს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ნი­ღა­ბი არ ჰქონ­დეს ექთანს”, – ამ­ბობს ნინო კვა­ჭა­ძე.

ექთ­ნის გან­ცხა­დე­ბით, რა­ტი­ან­მა მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და და აი­ძუ­ლებ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა ის, რაც მას არ ჩა­უ­დე­ნია.

“ერთ-ერთ მო­რი­გე­ო­ბა­ზე ვი­ყა­ვი ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პა­ცი­ენ­ტთან, ვა­წარ­მო­ებ­დი მო­ნი­ტო­რინგს, შე­მო­ვი­და რა­ტი­ა­ნი ღა­მით და მე­უბ­ნე­ბა: და­წე­რე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რომ შენ იწე­ქი პა­ცი­ენ­ტის გვერ­დით, მო­სას­ვე­ნებ­ლა­დო. ეს იყო აბ­სურ­დი, ამას რო­გორ დავ­წერ­დი?! ყვე­ლა ექთანს აქვს მო­სას­ვე­ნებ­ლი ოთა­ხი, პა­ცი­ენ­ტის გვერ­დით რო­გორ დავ­წვე­ბო­დი?! მას უნ­დო­და ეს და­მე­წე­რა და ამის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე. ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან 3 დღის შემ­დეგ ისევ გა­ვე­დი მე­ო­რი­გე­ო­ბა­ზე და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. ვინც ხმა ამო­ი­ღო უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ყვე­ლა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მე არ გავ­ჩუმ­დი, და­ნარ­ჩე­ნებს ეში­ნი­ათ. ხალ­ხს ეუბ­ნე­ბი­ან, – თუ არ მოგ­წონს, წადი, კარი ღი­ა­აო. მე არ შე­ვე­გუე უსა­მარ­თლო­ბას. სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცია მო­ვი­გე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. თუკი გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში და უზე­ნა­ეს­ში, იმა­საც მო­ვი­გებ. იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლი ვარ“, – გა­ნა­ცხდა ნინო კვა­ჭა­ძემ.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა ვალ­დე­ბუ­ლია, ექთა­ნი სამ­სა­ხურ­ში აღად­გი­ნოს და გა­ნაც­დუ­რი აუ­ნა­ზღა­უ­როს.

კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ექთ­ნის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია.

Cesko