გაირკვა 12 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც არაგვში ბანაობისას დაიღუპა – „ემიგრანტია დედა. ქვა იწვის მისი უბედურებით“

0
1858
27 Views

12 წლის მოზარდი მდინარე არაგვში ბანაობისას დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ძეგვის საჯარო სკოლაც აქვეყნებს:

„ძეგვის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მე-6 კლასის მოსწავლის, გიორგი გელაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს“ – აღნიშნულია სკოლის გვერდზე.

სოციალურ ქსელში კი წერენ, რომ მოზარდის დედა ემიგრანტია და სწორედ უცხოეთში შეიტყო ამ დიდი ტრაგედიის შესახებ:

„ემიგრანტია დედა. ქვა იწვის მისი უბედურებით. ჯერ არც ჩამოსულა“ – წერენ კომენტარებში.

Cesko