“მარ­თა­ლი გი­თხრათ არ ვე­ლო­დი ასეთ სა­ჩუ­ქარს…” – დევი მეზურნიშვილი ბინის ჩუქებაზე

0
520
26 Views

ვაკის პარკის გმირი მებაღე, დევი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება თბილისის მერის მიერ მისთვის ბინის ჩუქების საკითხს.

“პოს­ტე­ბის წე­რით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბა და ჩემ­მა სა­ახ­ლობ­ლო­მაც იცის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი. პი­რა­დად კახა კა­ლა­ძემ სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვცა მე და ჩემ ოჯახს მშე­ნე­ბა­რე ბინა თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც მალე სრუ­ლი­ად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ჩაგ­ვბარ­დე­ბა.

წლე­ბია მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცხოვ­რობთ ქი­რით თბი­ლის­ში ისეთ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დით. ამა­ზე სა­უ­ბა­რი და წუ­წუ­ნი არას­დროს მი­ფიქ­რია. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღის შემ­დეგ უამ­რავ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩამ­წე­რა, მკი­თხეს სად ვცხოვ­რობ­დი და რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი.

არ და­მი­მა­ლავს და გულ­წრფე­ლად ვუ­პა­სუ­ხე ყვე­ლას.მარ­თა­ლი გი­თხრათ არ ვე­ლო­დი ასეთ სა­ჩუ­ქარს. მინ­და, სწო­რად გა­ი­გოს ყვე­ლამ, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია.

ეს სა­ჩუ­ქა­რი უდი­დე­სი შვე­ბაა ჩემი ოჯა­ხის­თვის. პი­რა­დი შეხ­ვედ­რის დროს ბა­ტონ­მა კახა კა­ლა­ძემ მთხო­ვა არ გა­მეხ­მა­უ­რე­ბია ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ვერ შევ­ძლებ ამ თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბას. არას­დროს არა­ფე­რი და­მი­მა­ლავს და ამ სი­ხა­რულ­საც ვერ დავ­მა­ლავ. სი­კე­თით გა­დაგ­ვე­ხა­დოს მე თუ არა ჩემს შვი­ლებს მა­ინც” – წერს მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, დევი მეზურნიშვილმა ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში ჩასული მოზარდები, რომლებსაც დენმა დაარტყა, სიკვდილისგან იხსნა.

Cesko