ახალი სკანდალი ესებუას საქმეში -“ესებუას წერილი” და ადვოკატი ადვოკატის წინააღმდეგ

0
352
31 Views

ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის­თვის არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი არ გა­და­უ­ცია, – ამის შე­სა­ხებ “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ად­ვო­კა­ტებ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

“რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძეს, ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი პრო­ცე­სია კო­მენ­ტა­რი არ გა­მი­კე­თე­ბია, თუმ­ცა გა­უ­გე­ბა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გრძელ­დე­ბო­და. გუ­შინ, როცა სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის­თვის ნი­მუ­შებს იღებ­დნენ, ვი­ყა­ვით ესე­ბუ­ას­თან და ბუ­ნებ­რი­ვია გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ანუ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, რაც ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და ასე­ვე, ჩემ­თვის უც­ნობ­მა მე­ო­რე ად­ვო­კატ­მა, რო­მე­ლიც უც­ნო­ბი იყო ბად­რი ესე­ბუ­ას­თვი­საც, გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის­თვის არ გა­და­უ­ცია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო იყო გად­მო­სუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და უნ­დო­და და­ქორ­წი­ნე­ბა, შემ­დეგ მისი და­კა­ვე­ბა სხვა ად­გი­ლას მოხ­და. თით­ქოს ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში იყო. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც გა­ვი­გეთ ბად­რი ესე­ბუ­ას არ მი­უ­ცია, არც იმის უფ­ლე­ბა მი­უ­ცია ად­ვო­კა­ტის­თვის ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

ორი პრო­ცე­სი ვი­ცავ­დი კო­ლე­გი­ა­ლო­ბას, არ მინ­დო­და კო­ლე­გის მი­მართ ზედ­მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ დღეს ვამ­ბობ, რომ ად­ვო­კა­ტი ჭო­რა­ო­ბით კი არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას უნდა ას­რუ­ლებ­დეს და უნდა იცავ­დეს პი­რის ინ­ტე­რე­სებს. ბად­რიმ დღეს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი­სი დაც­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის­გან “, – აღ­ნიშ­ნა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლემ წა­ი­კი­თხა ბად­რი ესე­ბუ­ას გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ის უარს ამ­ბობს მისი ინ­ტე­რე­სე­ბი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ და­იც­ვას. “ესებუაზე არნახული ზეწოლაა – რომ ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ჩემი აცილება მისი სურვილი არ იყო” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

რა კავშირია ესებუასა და მაჩალიკაშვილის საქმეებს შორის? – “ბევრი მაქვს სათქმელი” – რას ითხოვს ესებუა

Cesko