“პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას” – რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი კესარიას მეგობარზე

0
1358
1,290 Views

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას კესარია აბრამიძის მეგობრის შესახებ:

“პირად საუბარს ვყვები და ამიტომ ვმალავ ვინაობას, კესოს მეგობარმა (ტრანსგენდერმა) მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა და ყოველთვის ღიად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას.

კესოს დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, ეს კაცი დახვდა სადარბაზოში და უთხრა, „არ შეგეშინდეს, შენ თუ რამე მსგავსი დაგემუქრება, იცოდე აქ ვარ“.

კესომ მართლა გაარღვია მგონი ეს ბნელი კედელი. სიკვდილითაც გაიმარჯვა ჰომოფობიაზე” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

Cesko