ინფლაცია საქართველოში – ბოსტნეული 25.8%-ით, პური 21%-ით, ხორცი 10.2%-ით, ხოლო შაქარი 9.8%-ით გაძვირდა

0
322
19 Views

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის თებერვალში კი, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე -0.3 პროცენტია.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება 2023 წლის თებერვლის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში ასეთია:

✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 14.0

✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 7.3

✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 2.0

✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 12.4

✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 10.1

✅ ჯანმრთელობის დაცვა -7.6

✅ ტრანსპორტი – 2.6

✅ კავშირგაბმულობა -2.9

✅ დასვენება, გართობა და კულტურა – 4.5

✅ განათლება – 7.2

✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 14.8

✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 12.2

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი და ჯანმრთელობის დაცვა.

✅ ბოსტნეული და ბაღჩეული 25.8%-ით

✅ პური და პურპროდუქტები 21.0%-ით

✅ რძე, ყველი  და კვერცხი 17.2%-ით

✅ ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 %-ით

✅ მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.2%-ით

✅ თევზეული 12.1%-ით

✅ ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.2%-ით

✅ შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8%-ით 

✅ ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე

ხოლო ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.

პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით ასეთია:

✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 1.2

✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 0.0

✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.2

✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 0.4

✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.4

✅ ჯანმრთელობის დაცვა – 4.9

✅ ტრანსპორტი – 1.5

✅ კავშირგაბმულობა – 0.5

✅ დასვენება, გართობა და კულტურა – 0.1

✅ განათლება – 0.0

✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 0.3

✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 0.6

Cesko