74 წლის ასაკში ცისფერი ტრიოს წევრი, მომღერალი თამაზ სეფერთელაძე გარდაიცვალა

0
658
22 Views

74 წლის ასაკში მომღერალი, ცისფერი ტრიოს ყოფილი წევრი თამაზ სეფერთელაძე გარდაიცვალა.

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე | GHN - ახალი ამბების  სააგენტო

პროფესიით არქიტექტორმა, ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მალხაზ თავართქილაძესთან და დავით აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა მუსიკალური ჯგუფი ცისფერი ტრიო. ჯგუფი თავდაპირველად საქართველოს ტელევიზიისა და სახელმწიფო ფილარმონიის სახელით გამოდიოდა. 1985-1995 წლებში ტრიო გასტროლებს სუხიშვილების ანსამბლთან ერთად აწყობდა.

სეფერთელაძე 1991 წელს იყო კულტურის მინისტრის მოადგილე. 1994-1996 წლებში იყო საქართველოს საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობების საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996-2006 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წელს გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.

ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად აქვს მიღებული საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს მიიღო ღირსების ორდენი. 2009 წელს ფილარმონიის წინ ტრიოს ვარსკვლავი გაუხსნეს.

Cesko