ახლახანს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ავთანდილ ბახტაძე. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, კაცის გარდაცვალების მიზეზი რამდენიმედღიანი ავადმყოფობა გახდა.
მამაკაცს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:
“სრულიად სამტრედია, ამ დღეებში, ამქვეყნიდან ნაადრევად წასულ კაცს გლოვობს. რამდენიმე დღიანი ავადმყოფობის შედეგად 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ავთანდილ ბახტაძე, რომელმაც თავისი სიცოცხლის მანძილზე მის მიერ გაღებული ღვაწლით წარუშლელი კვალი დატოვა სამტრედიის უახლოეს ისტორიაში.
ბოლო 25 წლის განმავლობაში მუდმივად მონაწილეობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების მშენებლობა – აღდგენის საქმეში. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქალაქში პირველი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში, შემდეგ კი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის აგებაში. ავთო ბახტაძე 22 წელი ემსახურა საკათედრო ტაძრისა და მის კომპლექსში მდებარე მშენებლობებს.
იყო გამორჩეული პიროვნება თავისი პატრიოტული სულისკვეთებით, ტრადიციების დაცვითა და ქრისტიანულ ეკლესიასთან დამოკიდებულით. მისი წასვლა დიდი დანაკარგია როგორც ოჯახისთვის, ასევე საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლებისა და მრევლისთვის.
ავთანდილ ბახტაძეს, სამტრედიის საზოგადოებრიობა უკანასკნელ გზაზე, კვირას, 26 თებერვალს სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გააცილებს.
ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ სამტრედიის მერს დავით ბახტაძეს ძმის გარდაცვალების გამო”