თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

February 22, 12:38
0
580

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი ქალაქ დიარბაქირის ჩრდილოეთით მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

Cesko