42 Views
აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაჩი ჩავიდა. ჯილ ბაიდენი უჟგოროდში უკრაინის პირველ ლედის ელენა ზელენსკას შეხვდა.
ჯილ ბაიდენი და ელენა ზელენსკა უჟგოროდის სკოლას ეწვივნენ, სადაც უკრაინის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აშშ-ის პირველი ლედის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ცნობილი არ იყო.
აქედან გამომდინარე, შეხვედრებიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, მას მხოლოდ თეთრი სახლის პრესსამსახური ესწრებოდა. ამჟამად ჯილ ბაიდენმა უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.