ჩინეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

February 22, 12:24
0
189

ჩინეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვან ი მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.

ვან ისა და ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, ისინი „ეწინააღმდეგებიან ცივი ომის მენტალიტეტის შემოღებას“.

მათივე თქმით, ჩინეთი და რუსეთი „ეწინააღმდეგებიან ცალმხრივი ბულინგის ყველა ფორმას“.

მედიის ცნობით, ვან ი შეხვედრას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. როგორც მედია წერს, შესაძლოა ჩინეთის უმაღლესი რანგის დიპლომატი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდეს.

Cesko