24 Views
თურქეთში, 20 თებერვალს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.
სულეიმან სოილუს განცხადებით, ახალი მიწისძვრების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვის სამ ადგილას მიმდინარეობს.
მანამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჰათაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად, ნანგრევებში ხალხი მოჰყვა.