თურქეთში ღამე მომხდარი 2 ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხეა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

0
6343
53 Views

დღეს საღამოს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთში ცუნამის საფრთხეა.

სპეციალისტები ზღვის დონის 50 სანტიმეტრით მატებას არ გამორიცხავენ. მოსახლეობას სანაპირო ადგილებიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.

სხვადასხვა გვერდის ინფორმაციით, ადგილზე ქაოსი და პანიკაა.

ამ საღამოს სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრების მაგნიტუდამ 5.8 და 6.4 შეადგინა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს თავი აარიდონ ზღვის სანაპიროზე ყოფნას, რადგან არსებობს ძლიერი ღელვის რისკი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარმა მიწისძვრებმა 45 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

წყარო : https://tia.ge/

გ ა ნ ა ხ ლ ე ბ ა:

სამხრეთ თურქეთში გუშინ მომხდარი 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთსა და სირიაში 680-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქედან 213 თურქეთში, 470 კი – სირიაში.

 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები ანტაკიაში, დეფნესა და სამანდაგში აღმოაჩინეს. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, პოტენციურად საშიშ შენობებში არ შევიდნენ.

 

მედიის ინფორმაციით, ქუჩებში შიში და პანიკაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადები ცდილობენ ყველაზე დაზარალებულ ტერიტორიებს მიაღწიონ, სადაც 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების კედლები ჩამოინგრა.

Cesko