40 Views
სირია-თურქეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრები მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ სირიის ორ ქალაქში: ელ-ბაბსა და ჰარიმში შენობების ნგრევა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
მიწისძვრების მაგნიტუდამ 5.8 და 6.4 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარმა მიწისძვრებმა 45 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
წყარო : https://tia.ge/