„საოცარი სიტყვებით მანუგეშა პოლიტიკურმა ოპონენტმა შალვა ნათელაშვილმა…– რას წერს დავით ქართველიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი ტრაგიკულად დაეღუპა

0
2554
41 Views

გაერთიანების “ხალხის ძალა” წევრი, დავით ქართველიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში, წერს:

„ათასობით ადამიანი მოვიდა ბაჩოსთან ფიზიკურად, ათასობით მომწერა მხოლოდ მე, ათასობით გვირეკავდა სვანეთიდან დაწყებული თუშეთით დამთავრებული. ტიროდნენ აფხაზები, რუსები, უკრაინელები. მიწას აყრიდნენ სასაფლაოზე ექსტრემალი ველომრბოლელები, რომლებიც ბაჩოს გაცნობა მის სიცოცხლეში ვერც კი მოასწრეს, მაგრამ ის მათი კუმირი იყო – როგორც პიროვნება, ქართველი, მეგობარი, მამა, ძმა და შვილი.

საოცრად მშვიდობისმყოფელი იყო და მისი ამ სულისკვეთებით აღივსო ეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ოთხი დღე/ღამე – საოცარი სიტყვებით მანუგეშა და გამაძლიერა ჩემმა პოლიტიკურმა ოპონენტმა შალვა ნათელაშვილმა. საოცარი სითბო ვიგრძენი რუსიკო თევზაძესაგან – არ იყო ჩვენს შორის არანაირი პოლიტიკა. იყო სიყვარული, ქართველობა, ადამიანობა და ღმერთი. ზეცაში კი ყოველივე ამის გამო ხარობდა მშვიდობისმყოფელი ბაჩო. მხედრობა და მთავრობა, ერი და ბერი, ქალაქი და სოფელი, თითოეული თქვენგანი – იყავით ამ დღეებში ჩვენს გვერდში და სიტყვები არ მყოფნის, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მომიტევეთ, თუ ვერ გპასუხობდით. ეხლა გპასუხობთ – უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის და ყველაფრისათვის დიდება უფალს!!!

ბაჩომ მრავალშვილიან მშობლებად გაგვხადა და სიკვდილზე ფიქრის დრო არა გვაქვს. თუ შეძლებთ, მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული მონაჲ ღვთისა ბაჩო-გიორგი და მწუხარებასა და განსაცდელსა შინა მყოფი ახლად დაქვრივებული მხევალი ღვთისა ნინო – საოცარი გოგო, ცარიელი გული და სიყვარული, რომელსაც ზეგ დაბადების დღე აქვს და ბავშვები ემზადებიან დედიკოსთვის პატარა ზეიმის მოსაწყობად…” – წერს ქართველიშვილი.

უმძიმესი ტრაგედია – უბედურ შემთხვევას „ჯორჯიან ჰოლიდეის“ გენერალური დირექტორი ბაჩო ქართველიშვილი ემსხვერპლა

სად იპოვეს გარდაცვლილი ბაჩო ქართველიშვილი და რა უნდოდა მას ძველ ციხესიმაგრესთან?

Cesko