“სააკაშვილის გუნდის ბევრ წევრს ხელები გვიკანკალებდა რთული გადაწყვეტილებების მიღებისას” – კახა ბენდუქიძე

0
785
30 Views

“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“კახა ბენდუქიძის პასუხი კითხვაზე,-
მაგრამ ბატონო კახა, მაინც რატომ არ სურს საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნება?

– მე უკვე ბევრჯერ გავეცი პასუხი ამ კითხვას,- მითხარით, რატომ არ მოგვწონს სტომატოლოგი ან ნებისმიერ ექიმი სკალპელით ხელში? როდესაც ყოველი ვიზიტის შემდეგ ჩვენ ვტოვებთ ექიმის კაბინეტს ჯანმრთელი, ტკივილის გარეშე და ვიხანგრძლივებთ სიცოცხლეს!

საქმე იმაშია, რომ ჩვენ იმდენად გვაქვს სხეულის შიგნით ტკივილი გამჯდარი, რომ ბუნებრივია აღარ გვსურს ექიმთან დაბრუნება და იმ ტკივილის გახსენება -აი, ეს არის ფაქტი, თუ რატომ?!

უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით , ამავე დროს არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად.
ქვეყნისთვის მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული.

საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ სტრუქტურულად ჩავატარეთ ოპერაცია-ოპერაცაზე, რეფორმები- რეფორმებზე.

ამოვიღეთ და ამოვკვეთეთ სიმსივნური წარმონაქმნები, მაგრამ თითოეული რეფორმის შემდეგ, აღარ გვრჩებოდა აღდგენის და რეაბილიტაციის დრო. ამიტომაც ამბობენ, რომ: “ეს იყო ცუდი, იყო შეცდომები. ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო … “. და ეს მართალია.

შედეგად, ყველა ქართულ ოჯახში მივიღეთ: ნასამართლევი, გათავისუფლებული, მძიმედ დაჯარიმებული … და ასე შემდეგ.

და როგორ ფიქრობთ? ეს ოჯახები დღეს, მიხეილ ნიკოლოზის ძეს დაელოდებიან? არა! არ დაელოდებიან და სწორედ ესაა რეფორმების საფასური, რომელსაც ნებისმიერ რეფორმატორი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იხდის.

სააკაშვილის გუნდის ბევრ წევრს და მათ შორის მეც ხელები გვიკანკალებდა ნებისმიერი რთული გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომაც მან, თავის თავზე აიღო ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და ამით მოგვხსნა ჩვენ პასუხისმგებლობის ტვირთი.
სააკაშვილი არის დიდი რეფორმატორი და უდიდესი კრიზის- მენეჯერი საჯარო ადმინისტრირების სფეროში.

ადამიანის სიკვდილისგან გადარჩენა- ეს სასწაულია, კომპანიის გადარჩენა – მაგარი, მაგრამ ამოიყვანო ქვეყანა უფსკრულიდან – ეს რჩეულთა ხვედრია.

მე არ მიყვარს როდესაც ვსაუბრობ ამაზე. მე და სააკაშვილის უფრო მეტი განსხვავება გვაქვს ვიდრე საერთო.

ძალიან რთულია სააკაშვილთან ურთიერთობა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ დავთანხმდი და ვიბრძოდი მის მხარდამხარ.”

Cesko