“ამ ალფონსა არამზადას, ვინმე ნებიერიძეს, წამდაუწუმ გამოდებენ ხოლმე ტელევიზორში, მავზოლეუმიდან გამოპარული ლენინივით და ალაპარაკებენ…”

0
1039
35 Views

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში  გზავნილს აქვეყნებს აქვეყნებს და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტ დავით ნებიერიძის შესახებ წერს:

„ვიცი, ახლა ამის დრო არ არი, მაგრამ მაინც!
აემ ალფონსა არამზადას, ვინმე ნებიერიძეს წამდაუწუმ გამოდებენ ხოლმე ტელევიზორში მავზოლეუმიდან გამოპარული ლენინივით და ალაპარაკებენ.

სულ იმაზე ყბედობს, როგორ უნდა დაემხოს ეს ხელისუფლება, როგორ უნდა მოეთხოვოს პასუხი ბიძინა ივანიშვილს, როგორ დაიჭერენ ირაკლი ღარიბაშვილს და როგორ გააკულაკებენ კახა კალაძეს. „დაჟე“ იმაზეც გველაპარაკება ხოლმე დიდაქტიკურად, როგორ შეცვლის სახელმწიფო ინსტიტუციებს თაკო ჩარკვიანთან ერთად.
მა რაააააააა!
როგორც ამბობენ, ამხანაგ ალფონსას მეუღლე მუშაობს ენერგეტიკის სამინისტროში, თანაც კაი ხელფასზე!
ეს ლაქლაქა ტიპი ცხოვრობს იმ ხელფასით!
ამოცანა გვეკითხება:

როდესაც აგი ფუყე ადამიანი ცოლის გვერდით ბალიშზე დადებს ხოლმე გოდორივით თავს, რას ეუბნება – მოდი, ჩემო სუყველაყავ, ჯერ უნდა დაგამხო, შემდეგ კი დაგაპატიმროვო?

უთუოდ ეგრე იქნება, ფაქტობრივად ისინი ხომ კლასობრივი მტრები არიან?
სხვათა შორის, ეგეთი წუპაკებით სავსეა ქართული სინამდვილე – ქმარი სახელმწიფო მოხელეა, ცოლი სახელმწიფოს დამხობაზე ლაპარაკობს… ცოლი სახელმწიფო მოხელეა, ქმარი დამხობაზე ლაპარაკობს.

ამათი დასამხობი სად არი, ამათ ვინ რას დაამხობინებს, მაგრამ მაინც საინტერესოა, ბალიშებზე თავების დადების შემდეგ რაზე ლაპარაკობენ, რა გეგმებს განიხილავენ, ნეტავ ერთმანეთის მიმართ აგრესიულები არიან? ხომ არ აქვს ადგილი ოჯახურ ძალადობას?!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

 

Cesko