25 Views
რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა. “ინფო რუსთავის” ცნობით, შარტავას ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ცოლსა და ქმარს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა რა დროსაც 40 წლამდე ქალმა ასევე 40 წლამდე კაცს დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. კაცი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწინა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავებმა ქალი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
“ინფო რუსთავი”