სასტიკი მკვლელობა მატარებელში – კაცმა 4 მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

0
1861
83 Views

ჩიკაგოში, 30 წლის მამაკაცი, მატარებელში 4 ადამიანის მკვლელობის ფაქტზე, დააკავეს.

Forest Park-ის პოლიციის ინფორმაციით, Blue Line-ის მატარებელში, ეჭვმიტანილმა რანი დევისმა მგზავრები ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა იმ დროს, როდესაც ყველა მათგანს ეძინა. სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზე, მეოთხე კი, მოგვიანებით – საავადმყოფოში გარდაიცვალა.

The New York Times-ის ინფორმაციით, ინციდენტი ჩიკაგოს გარეუბანში, Forest Park-ში მოხდა. სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა დაადგინა, რომ სამი გარდაცვლილი – 28 წლის სიმეონ ბიჰესი, 60 წლის ადრიან კოლინზი და 64 წლის მარგარეტ მილერია.

„ინციდენტი განიხილება, როგორც ძალადობის აქტი. მკვლელობის მოტივი არ იყო ძარცვა და არც ის ირკვევა, რომ შეიარაღებული მამაკაცი ვინმესთან ჩხუბობდა. სათვალთვალო კამერით დაფიქსირებულ კარებში ჩანს, რომ თავდამსხმელი მატარებლის ვაგონში დადის და ოთხ მძინარე მგზავრს ესვრის, რომლებიც სხვადასხვა ადგილას ისხდნენ. მიმდინარეობს გამოძიება,“ – განაცხადა Forest Park-ის პოლიციამ.

ეჭვმიტანილი სასამართლოში 4 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს.

Blue Line-ის მატარებელი Forest Park-სა და ჩიკაგოს O’Hare-ის საერთაშორისო აეროპორტს შორის 24 საათის განმავლობაში ასრულებს რეისს. Blue Line-ს შეერთებული შტატების სიდიდით მეორე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა – ჩიკაგოს სატრანზიტო ორგანო – მართავს. აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობა გავრცელებულია.

Cesko