33 Views
შოთო სიხარულიძე, სოციალურ ქსელში, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, გარდაიცვალა 31 წლის გიორგი ბეგლარაშვილი.
“სიკვდილო, ვინ წაგვართვი? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ის კი არა და, არ დააცადე, ბედნიერი ყოფილიყო, მიადექი და სული ამოხადე.
გიო, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით, დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა, 31 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.