სროლა ვერაზე: 1 მოკლული, 2 დაჭრილი… დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა

May 4, 21:05
0
644

გოგებაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ორმხრივი სროლა იყო, მოკლულია ერთი პირი და დაჭრილია ორი ადამიანი. ადგილზე დაცხრილულია მანქანები.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მათ დაახლოებით 10-15 გასროლის ხმა გაიგეს.

ადგილზე დაპირისპირებაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

“კურიერის” ინფორმაციით მოკლულია თავმდამსხმელი, რომელიც სავარაუდო მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდა.

ასევე “კურიერის” ინფორმაციით დაჭრილია შემთხვევითი გამვლელი, რომელიც სროლის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.

განახლება:

“პირველების” ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი კაცი ბიზნესმენი, ვიქტორ მარგველაშვილია.

ცნობილია, რომ დაშავებული გოგებაშვილის ქუჩაზე დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. მედიის ცნობით, საპასუხო გასროლა მას შემდეგ განახორციელა, რაც მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

Cesko