17 Views
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ამასთან მიმართების აშშ-ს ამჟამინდელი მმართველის ფაქტორზე ისაუბრა.
ტრამპის თქმით, პრეზიდენტი რომ ის ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა.
„პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ამ ომს ერთ დღეში დავასრულებდი. ამას 24 საათი დასჭირდება. მე მივაღწევ, რომ ის დასრულდეს. ეს ადვილი იქნებოდა, გარიგება ადვილი იქნებოდა. ეს დიდწილად ფულთან არის დაკავშირებული. ომი უნდა შეჩერდეს, ეს კატასტროფაა…
პუტინი არასდროს შევიდოდა უკრაინაში, რომ არა ამჟამინდელი ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა. პუტინი არ აპირებდა შესვლას, ეს არასდროს იყო ნახსენები და მას ძალიან კარგად ვიცნობდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.