“არ ვარ ჯერ მზად სასაფლაოზე რომ ვიარო რადგან..” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძე ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე პირველად ალაპარაკდა

February 1, 23:54
0
1222

ჟურნალ ოკეისთან ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუს ფრაგმენტები ვრცელდება, რომელსაც ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჟურნალისტმა და ხელოვნებათმცოდნემ ისაუბრა იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელიც მის ოჯახში დაახლოებით ერთი წლის წინ დატრიალდა. ისაუბრა მის ფსიქოლოგიაზე და იმაზე, რომ მზად არ არის ცხოვრების თავიდან დასაწყებად, მაგრამ ეს აუცილებელია.“მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება…”

“სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. – იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის.”“მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო. მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს. ვალდებული ვარ, ვიდგე იმისთვის, რომ მერე სხვა წამოვაყენო…” – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალთან საუბრისას

Cesko