34 Views
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ბირთვული ომის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მისი თქმით, რუსეთთან კონფლიქტის დასრულება „ასე ადვილი“ არ უნდა იყოს.
„ჯერ ტანკები იქნება, მერე – ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში 31 უმაღლესი დონის M1 Abrams ტანკს გააგზავნის.