“პრეზიდენტის ზედაპირული მსჯელობა სამარცხვინოა, ჩვენს თვალწინ, სალომე ზურაბიშვილი ხატია დეკანოიძეში განსხეულდა…”- მაია ელოშვილი

January 20, 21:31
0
898

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობა უარყოფითად შეაფასა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, კატეგორიული პასუხი გასცეს უკრაინის ხელისუფლების ბრალდებას, საქართველოს გზით, რუსეთში სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის შეტანის თაობაზე.
პრეზიდენტის ზედაპირული მსჯელობა, უსუსური მცდელობა პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მტრული ზრახვების შესახებ, სამარცხვინოა. ასე უნიჭოდ, შეუნიღბავად, მხოლოდ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გამოთქმულ მოსაზრებაზე რეაგირება და იმის დაფიქსირება, რომ კოლექტიური დასავლეთი წინააღმდეგია საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა-დალაგებისა, მიუთითებს მათი აღშფოთება-შეშფოთების სერიოზულ ნიშნულზე.
კიდევ უფრო დამაფიქრებელია, ქალბატონი ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო რიტორიკა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 800 000-მდე საქართველოს მოქალაქის მიმართ. ჩვენს თვალწინ, სალომე ზურაბიშვილი ხატია დეკანოიძეში განსხეულდა…
️30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, არც თავად გვაძლევენ მშვიდობიანი, სტაბილური ცხოვრების შესაძლებლობას და არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას გვანებებენ.
პრეზიდენტის მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის და პოზიციის მიმართ, არახალია. თუმცა, ხელისუფლება ვალდებულია სიტყვიერ შეფასებას გასცდეს და ქვეყნის ერთიანობის და სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგეთა მიმართ გადადგას პრინციპული ნაბიჯები. დაუშვებელია, ქვეყნის მთავარსარდალი მოქმედებდეს სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ და მმართველი ძალა მხოლოდ კომენტარებს აკეთებდეს. პარლამენტმა ერთხელ მაინც თუ შეაფასა საკანონმდებლო აქტით ქვეყნის პრეზიდენტის და ე.წ. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები? არა და არც აპირებს…
ვაფასებ საქართველოში მშვიდობას და ამ მიმართულებით ხელისუფლების ძალისხმევას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საკმარისი არ არის. მშვიდობის განმტკიცებას და სტაბილურობის შენარჩუნებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე მყისიერი რეაგირება. სხვანაირად, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მშვიდობის შენარჩუნება გართულდება.
არ ვიცი, ვინ ურჩია მმართველ ძალას რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ტელეეკრანებიდან დაგმონ ნაცკრიმინალების და სხვა ქვეყნების ინტერესების სამსახურში მყოფ პირთა ქმედებები, განცხადებები და არაფერი გააკეთონ ამ პირთა პოლიტიკურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმართულებით. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოს და ხელისუფლებასაც.

მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება

 

Cesko