ოზურგეთში ჰაერში აგდებული სიძის დაჭერა დაავიწყდათ – თვითმხილველები მიზეზად ძლიერ მარიხუანას ასახელებენ

0
8381
72 Views

ქალაქ ოზურგეთში, ერთ-ერთ საქორწინო და სარიტუალო დარბაზში გამართული ქორწილი ჩაიშალა. მიზეზი კი მეტად სასაცილო გახლდათ.

ქორწილში მყოფმა საზოგადოებამ სიძე/ნეფე ზემოთ ააგდეს, თუმცა შემდგომ მისი დაჭერა დაავიწყდათ.

შედეგად კი სიძე დაშავდა და ოზურგეთის კლინიკაში დააწვინეს.

წარმოგიდგენთ თვითმხილველის ნაამბობს:

“სუფრა ახალი დაწყებული იყო, როცა ნეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ მესამეჯერ… და უცებ დაავიწყდათ ასროლილი ნეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. ნეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, როგორც ნეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ”

წყარო: intermedia.ge

Cesko