რუსეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – საქსტატი

0
376
23 Views

რუსეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – საგარეო ვაჭრობის ასამხველი ანგარიში საქსტატმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რომელთანაც ბრუნვამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 30%). მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთან ბრუნვა 52%-ით 2.5 მილიარდამდე გაიზარდა. 79%-ით გაიზარდა იმპორტიც.

იმპორტის ზრდის წამყვანი მიზეზი საქართველოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლა სახელდება.

საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ღვინოები – $161 მილიონი დოლარი, ზრდა 23%;
2) ფეროშენადნობები – $109 მილიონი დოლარი, კლება 37%;
3) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – 76 მილიონი დოლარი, ზრდა 338%;
4) სპირტიანი სასმელები – $57 მილიონი დოლარი, ზრდა 38%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები – $51 მილიონი, კლება 16%.

საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1) ნავთობპროდუქტები – $623 მლნ, ზრდა 361%;
2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) – $112 მილიონი, მატება 24%;
3) ხორბლის ფქვილი – $67 მლნ, მატება 478%;
4) ხორბალი – $62 მილიონი, კლება 29%;

წყარო – “ტვ პირველი”

Cesko