„მიშას და მაგის შანტრაპას რომ ჰკითხო, დაკავების მომენტიდან წამებაში ხდიან სულს, არადა ბავშვებს აკეთებს ტიპი პატიმრობაში“ – რას წერს ჟურნალისტი

January 17, 15:54
0
2325

ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოს შვილი შეეძინათ.

„ლიზა იასკოს და მიშას შვილი შეძენიათ – ჟასმინ იასკო. რავი, მიშას და მაგის შანტრაბას რო კითხო, დაკავების მომენტიდან წამებაში ხდიან სულს არადა, ბავშვებს აკეთებს ტიპი პატიმრობაში”, – წერს ლაბარტყავა.

ცნობისთვის, „ტვ იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შვილი შეეძინა.

“იმედის” მტკიცებით, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს კიევში ძვირადღირებული ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი” ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ტა­რი­უ­ლი თან­ხმო­ბით, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვილს ჟას­მინ იას­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა გა­და­უ­ფორ­მა.

“ქრო­ნი­კის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­პა­რა­კია მი­ლი­ონ გრივ­ნა­ზე. რაც შე­ხე­ბა ბი­ნას, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

ამ სა­კი­თხზე დას­მულ კი­თხვას გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უპა­სუ­ხა, – ეს სა­ი­დან მო­ი­გო­ნე­თო…

Cesko