(VIDEO+2): ,,დაბრუნებაც ასეთი უნდა!” ნაპოლი:იუვენტუსი 5:1 – კვარას გოლი+საგოლე პასი, კომენტატორების ემოციური შეძახილები და La Gazzetta dello Sport-ის პოსტი გოლის შემდეგ

January 14, 08:36
0
2867

საბოლოო ანგარიში: ნაპოლი-იუვენტუსი- 5:1

ხვიჩა კვარაცხელიამ ,,იუვენტუსის” კარი აიღო.

ეს კვარას მე-7 გოლია სერია A-ს მიმდინარე სეზონში.

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ ამარცხებს.

,,დაბრუნებაც ასეთი უნდა!

კვარაცხელიამ ყველას აჩვენა, რომ ფეხბურთს საქართველოშიც ღვთაებრივად თამაშობენ.

იქ თუ ხვიჩამ ოსიმენს, აქ ოსიმენმა ხვიჩას, ორივეს გაუადვილა საქმე მეწყვილემ. ორივეს ლანგარზე მიართვა მეწყვილემ.

თუმცა, ხვიჩამ აქ შეასრულა ისე, როგორც ხვიჩამ უნდა შეასრულოს, კლასიკურად, ერთი შეხებით!

და დუმილი კრიტიკოსებს, ხალხს, რომლების შეიძლება ბოლო პერიოდში მომრავლდნენ”, – აღნიშნავენ კომენტატორები.

ნახეთ, ვიდეო და კომენტატორების ემოციური შეძახილები:

მეორე ტაიმში ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა:

კვარაცხელიას გოლის შემდეგ La Gazzetta dello Sport-ის  სოციალურ ქსელში ხვიჩას გამოსახულებით პოსტი გამოაქვეყნა.

წყარო:fortuna.ge

 

 

Cesko