„ადამიანები პატარა ფურცლებზე წერდნენ ყველა იმ წყენისა და ნეგატიური გამოცდილების შესახებ და წვავდნენ“ – ტრადიციები, რომლებიც 13-14 იანვარს უკავშირდება

0
387
19 Views

14 იანვარს ბევრი ადამიანი ეს დღესასწაული მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტრადიციასა და ჩვევას აერთიანებდა, რომლებსაც წინაპრები საგულდაგულოდ იცავდნენ, რომ სახლში წარმატება და ბედნიერება მოეზიდათ.

13 იანვრის ღამეს წარსულის ტკივილისაგან გასათავისუფლებლად ადამიანები პატარა ფურცლებზე წერდნენ ყველა იმ წყენისა და ნეგატიური გამოცდილების შესახებ, რომლებიც გადახდათ, შემდეგ წვავდნენ და ძველით ახალი წლის ღამეს ჰაერში მიმოფანტავდნენ. არსებობდა გარკვეული წარმოდგენები რომელიც 13-14 იანვარს ეხებოდა, მაგალითად:

✔️ თუ ძველით ახალი წლის ღამეს თოვლი იქნებოდა, ამბობდნენ, რომ იგი გვიან გაზაფხულამდე გაგრძელდებოდა. ასევე, თუ სითბო იქნებოდა, ფიქრობდნენ, რომ მეტისმეტად წვიმიანი ზაფხული დადგებოდა, ხოლო თუ ამ ღამეს ყინვა იქნებოდა, კარგ მოსავალს წინასწარმეტყველებდნენ.

✔️ ძველით ახალ წელს არ შეიძლება ფულის სესხება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი წელი ფინანსური წარუმატებლობა და უიღბლობა დაგებედებათ.

✔️ ასევე, 13 და 14 იანვარს სახლიდან ნაგვის გადაყრა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ამ გზით, ოჯახიდან ბედნიერება „გაგაქვთ”. აუცილებელია, წინასწარ კარგად მოაწესრიგოთ გარემო, თუმცა ამ დღეებში ჯობს, თავი შეიკავოთ.

✔️ 13 და 14 იანვარს ძალიან კარგია, თუ ძველ ტანსაცმელს დაემშვიდობებით და გადააგდებთ. სიმბოლურად ითვლება, რომ ის ტანსაცმელი ყველა იმ დარდისა და იმედგაცრუებისაგან გაგათავისუფლებთ, რაც ცხოვრებაში შეგხვდათ და ახალ შემართებას მოგცემთ.

✔️ ეცადეთ, თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ. ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ის, ვინც ძველით ახალ წელს ცუდად იქნებოდა, მთელი წელი გაჰყვებოდა ჯანმრთელობის პრობლემები.

✔️ 14 იანვრის ღამეს სიზმრები წინასწარმეტყველებად ითვლება. შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ისინი და განმარტოთ ნიშნები და სიმბოლოები, რომლებიც დაინახეთ.

✔️ წყვილებისთვის საახალწლო მაგიდის კუთხეში ჯდომა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ეს ურთიერთობის გაფუჭებას იწვევს.

✔️ ასევე, ითვლება, რომ 14 იანვარს დაბადებულ ბავშვს ცხოვრებაში საოცარი იღბალი და გამართლება ექნება.

✔️ 13 იანვარი შესანიშნავი დღეა სიყვარულში გამოტყდომისთვის და საყვარელ ადამიანთან დალაპარაკებისთვის. მომზადებულია ინტერნეტჟურნალ ბომონდის მიხედვით

Cesko