(VIDEO) “ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს” –  რა ფასად აქირავებს მარგველაშვილი საკუთარ ბინას ტურისტებზე და სხვა დეტალები

January 14, 08:07
0
5567

საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი „შაბათის კურიერმა“ მოამზადა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მისივე აშენებულ სახლს, დუშეთში ტურისტებზე აქირავებს. გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა. 4 ივნისამდე კი ოთახის ქირაობა 20%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სახლის გაქირავებას პრეზიდენტის ქალიშვილი – ანა მარგველაშვილი, კურირებს, ოთახი airbnb.com-დან იჯავშნება.

ენერგოეფექტური კოტეჯი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელით გააკეთა, მათ შორის მისივე საწოლი. ინტერიერის დიზაინი ყოფილ პირველ ლედის ეკუთვნის.

ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს.

 

 

Cesko