ეს ადამიანი, ანტივაქსერული სექტის “რუხი კარდინალია”, – ასე მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვირუსოლოგ გიორგი კანდელაკს, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ მასობრივი ვაქცინაცია დიდი შეცდომაა.
როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, ოფიციალური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში არის ჩავარდნილი და რატომ იცით ?! სახელმწიფო ატარებს “კანდელაკის” გეგმას.
“ეს ადამიანი (ამ პოსტის მერე კოლეგას ვეღარ უძახი) არის ანტივაქსერული სექტის “რუხი კარდინალი”.
რუსი ოკუპაციური ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მაშტაბური მავნებლობა/დანაშაული რაც ეს ერთი ადამიანი ჩაიდინა.
არ მესმის დღემდე სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და რეგულირების სააგენტო. როგორც მინიმუმ ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და წესით საერთოდ უნდა აექრძალოს საექიმო პრაქტიკა.
ყველა ამაზე ჩუმად საუბრობს მაგრამ ღიად, საჯაროდ ხმას ვერავინ ვერ იღებს …..
ოფიცისლური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში არის ჩავარდნილი და რატომ იცით ?! სახელმწიფო ატარებს “კანდელაკის” გეგმას. თუ არ ვარ მართალი გისმენთ. გადახედეთ არა “ლოზუნგებს” არა მეტ უშუალო ქმედებებს. რეალობაში მთავრობა აირჩია “ჯოგური იმუნიტეტის” გზა ….
პოსტ კოვიდზე არავინ ფიქრობს”, – წერს ფხაკაძე.