„ნაძვის ფული რომ მქონდეს, იმით ყველს ვიყიდდი და ხაჭაპურს გამოგიცხობდიო…“ – რას წერს მამა პეტრე?

January 13, 22:49
0
430

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს აქვეყნებს.

„მაღაზიიდან ცოლ-ქმარი ორი შვილით გამოვიდა… დატვირთული პარკებით, ნაძვის ხის ყუთით…
უკმაყოფილო გამოხედვა ჰქონდათ, სხვა ნაძვი მოსწონდათ, მაგრამ გაცილებით ძვირი იყო…
იქვე ახლოს, ქალს პატარა ბიჭი მოყვებოდა… საახალწლოდ განათებულ მაღაზიას და საჩუქრებით დატვირთულ ხალხს რომ გამოხედა, დედას ასძახა, იქნებ ჩვენც პატარა ნაძვი მაინც ვიყიდოთო…
-ნაძვის ფული რომ მქონდეს, იმით ყველს ვიყიდდი და ხაჭაპურს გამოგიცხობდიო, ჩაილაპარაკა დედამ!..“ – წერს მამა პეტრე.

Cesko