“რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი, ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, გზა დაუთმეს ქართველებს” – რა მოხდა იტალიაში?

0
767
18 Views

ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ დაუთმეს იტალიაში ქართველებს გზა პატივის ცემის ნიშნად. ეს ყველაფერი კი, როგორც ნინა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშის დამსახურება იყო.

„გუშინ ნაპოლი ემპოლის შეხვდა, ისევ მოიგო (რა თქმა უნდა)… ხვიჩა ძირითადში იყო…

მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარეთ ინტერვიუებს ვწერდი, როცა რაღაც მომენტში, ქართველების პატარა ჯგუფი გამოჩნდა, მხრებზე ქართული დროშებით და ხვიჩას მაისურებით და დროშებით… ამაყები, ლაღები.

მაშინვე ობიექტივი მათკენ მივაბრუნე… მშვიდად ჩადგნენ გრძელ რიგში, მაგრამ უცებ მართლა საოცრება მოხდა (თუ რატომ საოცრება, ამას ქართველი ემიგრანტები კარგად მიხვდებიან). რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი, ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, გზა დაუთმეს ქართველებს.

ძალიან ემოციური გავხდი ამ ბოლო დროს თუ რა მჭირს, არ ვიცი. იქაც ცრემლი წამომივიდა და ახლაც ბურთი გამეჩხირა ყელში.

მადლობა ხვიჩა!

მადლობა იტალია!

რორცა ნაპოლი სემპრე!

სტატიას ვწერ და ამ ეპიზოდს აუცილებლად შევიყვან”, – წერს ნინა მამუკაძე.

Cesko