სოციალურ ქსელში, წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში მცხოვრები 70 წლის დოდო კაკაბაძის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება, კერძოდ ჟურნალისტი ნათია ბერიძე ასაკიანი ქალბატონის ნამდვილ, რეალურ ისტორიას ყვება:
✅✅✅✅✅
ამ ქალბატონის ვიდეო ორი დღეა აიტაცეს და ყველა სააგენტოს თუ სოც ქსელის მომხმარებელს უდევს, ზიარდება ჯგუფებში.
ამიტომ მინდა რომ მოკლედ მოგიყვეთ რეალურად რა ხდება.
ეს ქალბატონი სინამდვილეში არ არის წყალტუბოელი, ქუთაისელია, აქვს საკუთარი ბინა. კეთილმოწყობილი!!! რომელშიც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ და დავა აქვთ ( ძმის შვილებიც) ქალბატონი წამოსულია და ცხოვრობს იქ სადაც ვიდეოში ჩანს, თუმცა, უარს ამბობს ნორმალურ საცხოვრებელში გადაყვანაზე, ოფიციალური ხელწერილით. უარი თქვა მედიკემენტებზე, არ მაწუხებს არაფერიო, სოციალური სამსახური ეხვეწება და ასევე უარს ამბობს საკვებზეც, არ მინაო! (მერე დათანხმდა) კვირაში ორჯერ სოციალური სამსახური მიუტანს მთელი კვირის სამყოფ საკვებს და პროდუქტებს და იმედია არ იტყვის უარს მიღებაზე.
ერთადერთი რასაც ითხოვდა არის შეშა რომელიც მიუტანეს დღესვე.
როგორც ჩანს მისი პრობლემა არის მხოლოდ მის ოჯახთან დავა და შეგნებულად არის ამ პირობებში რომ მერე დავა მოიგოს, ეს საცხოვრებელი ფართიც მისია. არ ვიცი ვის რაში გჭირდებოდათ ეს ბოროტება რომ გაგეკეთებინათ ამ საახალწლოდ, დადიხართ და წყალტუბოს მერიას და მთავრობას აგინებთ ისე რომ არ იცით სინამდვილეში რა ხდება. ვინც მივიდა და გადაიღო ეს ვიდეო, რამე საკვები მიეტანა და სულ ოდნავ შეემსუბუქებინა მისი ყოფა თუ ასე იცოდა რომ უჭირდა.
ვინც ამ ქალბატონის მდგომარეობით სარგებლობთ რომ მთავრობა გალანძღოთ, ხართ უსინდისოები, ჟურნალისტებიდან დაწყებული! გამოიტანეთ სიმართლე და მოყევით ამ ქალის ნამდვილი ამბავი! ნუ ხართ მავნებლები! კიდევ ბევრ რამეს არ ვწერ! მაგრამ მეგობრებო ვისაც გული შეგტკივათ გთხოვთ იცოდეთ რომ ამ მავნებლებს ნუ დაუჯერებთ!